employer.ge logo

ელგუჯა მელაძე - „ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, რათა ბიზნესი დაინტერესდეს პროფესიული დუალური განათლების დანერგვით საწარმოებში

date2019-02-20

დასრულებული


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და მისი პარტნიორი გერმანული ორგანიზაციის BWMV e.V (SEQUA) ორგანიზებით ეროვნული კონფერენცია -„პროფესიული განათლებისა და პარტნიორობის პროექტი: პროფესიული ორიენტაცია და ტექნიკური პროფესიული განათლება და სწავლება  - შედეგები და გაგრძელების პერსპექტივა შრომის ბაზრის საჭიროებათა საპაუხოდ“ - გაიხსნა.

კონფერენცია, რომელსაც დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიები, სამინისტროები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, გერმანიის საელჩო, პროფკავშირები, ბიზნეს ასოციაციები, სკოლები, პროფესიული კოლეჯები, არასამთავრობო სექტორი და სხვა დაინტერესებული მხარეები დაესწრებიან, გახსნეს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ, პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინა წეროძემ.

“კონფერენცია მიზნად ისახავს პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტით მიღწეული შედეგების შეფასებასა და სამომავლო მიზნების გაცნობას დაინტერესებული მხარეებისთვის. კერძოდ, რა შედეგებია მიღწეული პროექტით, რომელიც მიმართულია პროფესიულ სასწავლებლებსა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზე დუალური სწავლების დანერგვის გზით. შრომის ბაზარზე არსებული პრობლემების მთავარი გამომწვევი ფაქტორი პროფესიული განათლების არაპრესტიჟულობაა. კომპანიების ჩართულობა ამ ეტაპზე კვლავ არადამაკმაყოფილებელია, თუმცა ტენდენცია დადებითია. ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, რათა ბიზნესი დაინტერესდეს პროფესიული  დუალური განათლების დანერგვით საწარმოებში“, - აცხადებს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე.

შეგახსენებთ, რომ პროექტი დაფინანსებულია გერმანიის მთავრობის მიერ - BMZ და 2016 წლიდან ხორციელდება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და BWMV e.V-ს პარტნიორობით.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...